რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი GEO ARM ENG RUS |
|||||
|
|||||
საწყისი ჩვენს შესახებ ჯავახეთი სიახლეები პუბლიკაციები სტუმართა წიგნი კონტაქტი![]() |
|||||
|
საწყისი რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა უმცირესობათა საქმეების ევროპული ცენტრის (ECMI) ხელშეწყობით შექმნა ეს ვებ საიტი – ინტერნეტ-პორტალი ჯავახეთის რეგიონის საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად. საიტი ოთხენოვანია. იგი შექმნილია ჯავახეთის მოსახლეობის ინფორმაციული ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად რიგი ობიექტური მიზეზების გამო ჯავახეთი მოწყვეტილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. აქ 95% - სომეხი მოსახლეობაა. ამასთან ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა იზოლირებულია მსოფლიო-დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას. ყურადღებას იქცევს მხოლოდ რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა. ესეც გეოსტრატეგიული ასპექტით. რეალური განვითარებისაგან რეგიონი შორსაა. საქართველოში მიმდინარეობს რეფორმები, რომელთა შესახებ ჯავახეთის მოსახლეობა არ არის საქმის კურსში – ყველაფერი ხდება მათ გარეშე, მათ ბედს წყვეტენ სხვები. ეს პირველი ინტერნეტ-საიტია ჯავახეთის შესახებ, რომელთა შემქმნელები არ მალავენ თავიანთ ვინაობას, გადმოსცემენ ინფორმაციას ახალქალაქიდან და, რაც მთავარია, საიტის ყოველი გვერდი ეკუთვნის კონკრეტულ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია საკუთარი აზრი. არ არსებობს ცენზურა და ჩარჩოები ნაციონალური, რელიგიური ან სხვა პრინციპის თვალსაზრისით. ერთადერთი პირობაა – ეთიკის ნორმების დაცვა. ეს ფანჯარაა მსოფლიოს დასანახად არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. თქვენ გაეცნობით არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სიახლეებს და იმ მოვლენებს, რომლებიც აღელვებს ჯავახეთს. საიტის განახლება გათვალისწინებულია კვირაში ერთხელ. არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გვერდზე მოცემული იქნება ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ. გვერდზე ჩვენს შესახებ – ინფორმაცია პროექტის შემსრულებელთა შესახებ. გვერდზე ჯავახეთის შესახებ – ისტორიული, კულტურული, გეოგრაფიული ფაქტები. მოგონილ ან სადავო ინფორმაციას ჩვენ არ განვათავსებთ, რათა ზიანი არ მოვუტანოთ ინტეგრაციის პროცესს. პროექტის პარტნიორების მითითებისას, - მოხსენებული იქნება ის ქალაქები, რომელთანაც ჩვენი ცენტრი ან პორტალი თანამშრომლობს, მოცემული იქნება ინფორმაციული და ადმინისტრაციული სახის მასალები. ჩვენი პორტალის შექმნით დაინტერესებულია მრავალი ორგანიზაცია საქართველოში, სომხეთში, რუსეთში, აშშ-ში, ევროპასა და მსოფლიოში. ჯავახეთი დღეს მრავალი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთაზეა, და ჩვენ ვისურვებდით ნათლად აგვესახა სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა. საიტზე დიდი მოთხოვნილებაა – ამჟამად მასზე მიღებულია მრავალრიცხოვანი შეკითხვები და შემოთავაზებები. ჩვენ გვაქვს სტუმართა წიგნი, სადაც ჩაიწერება გამოხმაურებები და გამოითქმება აზრები. გათვალისწინებულია აგრეთვე კონტაქტების გვერდი. ვითვალისწინებთ რა საიტის მრავალენოვნობას და მისი შექმნის სტარტულ სიძნელეებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკური სიძნელეები (დაკავშირებული თარგმნასთან, სერვერის მუშაობასთან და სხვ.), ჩვენ წინასწარ ვიხდით ბოდიშს და მზად ვართ მხედველობაში მივიღოთ ყველა გონივრული შენიშვნა. საიტის ორგანიზატორები მადლობას უხდიან დამთვალიერებლებს და იმედს გამოთქვამენ, რომ შექმნიან ინტერაქტიურ კონტაქტს როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ კავკასიის და მსოფლიოს არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. |
|||||
| Copyright © 2005 The center for Furthering Reforms and Democratic Development Created & Hosted by Intellcom | |||||